პროტესტი ცდოში - რას პასუხობს ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს

ოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სტეფანწმინდის რაიონის სოფელ ცდოში ელექტროსადენი მაინც აშენდება. ადგილობრივები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. 
25 კომლით დასახლებული სოფლის მცხოვრებლები ენერგოობიექტისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. 
სამშენებლო სამუშაოები დასახლებაში პირველ აპრილს დაიწყო. პროტესტის პასუხად, ენერგეტიკის მინისტრი იმ სადენებზე მიუთითებს, რომლებიც ცდოში მანამდეც გაყვანილი იყო და ახლა მათი აღდგენა ხდება.  

Comments