ყაზბეგის მოხალისეთა გუნდი ,,შშმ" პირთათვის

ჩვენ ვართ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დ.სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოხალისეთა გუნდი შშმ პირთათვის. დავწერეთ პროექტი ‘’ინკლუზიის’’ მხარდასაჭერად. ‘’ჩვენ და ჩვენი მეგობრები’’. დავგეგმეთ აქტივობები, 2 აქტივობა ჩავატარეთ 2016 წლის 18 და 24 ოქტომბერს, ვაჩვენეთ ფილმები: ‘’მეზობლები’’, ‘’ჩემი ძმა’’, ‘’სკეიტისტანი’’ და‘’მფრინავი ემი’’. ჩვენ მეგობარ შშმ პირებს ძალიან მოეწონათ ფილმები,შემდეგ კი მათ გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. აქტივობა საინტერესო გამოდგა, მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი მეგობრები ჩაერთნენ ამ პროექტში, მოეწონათ და გამხიარულდნენ.
ჩვენ აქტივობებს კვლავ გავაგრძელებთ და შემდეგი იქნება ხელოვნების გაკვეთილი და ნამუშევრების გამოფენა. ასევე დაგეგმილი გვაქვს ექსკურსიები და ა.შ
  

მოხალისეები: დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები : 

მე 9 კლასის მოსწავლეები 

მე 10  კლასის მოსწავლეები 

მე 11 კლასის მოსწავლეები 

სტატიის ავტორი: ბაჩო მარსაგიშვილი


Comments