სოფელ ცდოში მიმდინარე აქციის დროს ერთი მოქალაქე დააკავეს
დაკავება ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში - პოლიციამ ადგილობრივი იმ დროს აიყვანა, როდესაც მოსახლეობა მაღალი ძაბვის სადენების გაყვანის სამუშაოების წინააღმდეგ აქციას მართავდა.
შეგახსენებთ, აღნიშნული სოფელი მიგრაციის პრობლემის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც 220-მეგავატიანი სიმძლავრის სადენების გაყვანა ენერგეტიკის სამინისტრომ სოფლის შუაგულში დაიწყო.
აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებული მცხეთა-მთიანეთის რაიონულ პოლიციაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ცდოს მკვიდრი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო აიყვანეს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
Comments
Post a Comment