იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო! – გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დასახელდა

იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო!
ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა”, გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დაასახელა. გამოცემამ, 23 ულამაზეს ტაძარს შორის, გერგეთის სამებას მე-6 ადგილი მიანიჭა. “ყაზბეგის მწვანე და თეთრი მთების შერწყმა, ტაძარს ჯადოსნურს ხდის“- წერს გამოცემა.
მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა”.
P.S.
აი რატომ არ უნდა დავკარგოთ ქართული, უნდა მივხედოთ ჩვენსას ყველაფერს, მართლაც დავამტკიცოთ, რომ ჩვენ უნიკალური ერი ვართ, ბევრი გვაქვს საამაყო, თუმცა იქამდე ბევრი გვაქვს გასაკეთებელიც.

Comments

  1. Please, if you share photo write the author. This photo was taken by Magdalena Konik / migawkizpodrozy.com

    ReplyDelete

Post a Comment